უამინდობა ფილიპინებში. ხანგრძლივმა სეზონურმა წვიმამ ქვეყნის ცენტრალურ რაიონებში მდინარეების ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც ათობით დასახლებული რაიონი დაიტბორა.
ყველაზე დიდი ზარალი სტიქიამ დედაქალაქ მანილას მიაყენა. წყლის საფარის სიმაღლემ რიგ მონაკვეთებზე ნახევარ მეტრს გადააჭარბა. დაზუსტებული ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.