კატალონიის პროკურატურამ ძალოვანი უწყების პირველი პირები დაიბარა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „ვანგუარდია“ ავრცელებს. პროკურატურაში გამოძახებულნი არიან კატალონიის პოლიციის უფროსი, რეგიონალური პოლიციის უფროსი და სამოქალაქო გვარდიის ხელმძღვანელი. სამივე მათგანი პროკურატურაში დღეს უნდა გამოცხადდეს. ესპანეთის საკონტიტიციო სასამართლომ კატალონიის პარლამენტის მიერ დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შესახებ კანონის მოქმედება, თუმცა რეგიონში პლებისციტის მხარდამჭერი აქციები გრძელდება. ბარსელონაში გამართულ მსვლელობებში მონაწილეობა მილიონამდე ადამიანმა მიიღო.