შრომის ინსპექციის შექმნა არის ვალდებულება, რომელიც საქართველომ აიღო, - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა ჟურნალისტებთან საუბარში.
,,ეს ვალდებულება გამომდინარეობს არა მარტო ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებიდან, არამე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებიდან. ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი არაერთხელ პრაქტიკულად ყველასთან: მთავრობასთან, ბიზნესთან, სავაჭრო გაერთიანებებთან. ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ. მე მესმის, რომ გარკვეული პროგრესი ამ მიმართულებით სახეზეა და ისიც მესმის, რომ ერთ დღეში ეს ვერ განხორციელდება",- განაცხადა იანოშ ჰერმანმა და იმედი გამოთქვა, რომ ეტაპობრივად, შრომის ინსპექცია სრულფასოვნად ამოქმედდება.