მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხიც გამოიძიონ ძალიან დეტალურად. გაირკვეს ხომ არ ჰქონდა ადგილი სისხლისსამართლის დანაშაულის ნიშნებს და რა თქმა უნდა შესაბამისი პირები დაისაჯონ, ამის შესახებ
მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.
მისი განცხადებით, სახლემწიფოს დღესაც გააჩნია მომეტებული ტექნიკური საფრთხისშემცველი ობიექტების უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად კონტროლის განხორციელების უფლებამოსილება და შესაძლებლობა.
,,ვიზიარებთ დაღუპულების ოჯახის წევრების მწუხარებას. სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარება არის მთავარი ფაქტორი, რომელიც ადამიანებს აიძულებს დასთანდხმდნენ ასეთ სარისკო სამუშაო ადგილებზე. ხაზგასასმელია, რომ სახლემწიფოს დღესაც გააჩნია მომეტებული ტექნიკური საფრთხისშემცველი ობიექტების უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად კონტროლის განხორციელების უფლებამოსილება და შესაძლებლობა. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ საქართველოს კანონი, დღესაც ადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას აკონტროლოს მომეტებულიტექნიკური საფღტხის შემცველი ობიექტები ისეთი, როგორიც არის მაგალითად შახტა და პერიოდუულად განახორციელოს კონტროლი, რათა მისი ექსპლუატაცია ხდებოდეს ადამიანებისთვის უსაფრთხო გარემოში. საუბარი ახალი, დამატებითი მექანიზმების შემოღებაზე არ არის რეალური გამოსვალი’’, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.