მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს წევრის ლელა ქებურიას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია მრავალპარტიული პარლამენტი.
ზუგდიდში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვაზე მან ასევე აღნიშნა, რომ
ვერასოდეს იქნება პარლამენტი ძლიერი თუ ერთი პარტიის ხელში მოხვდება ძალაუფლების კონსოლიდირება.
,,პარლამენტი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ნოტარიუსი და გამტარებელი იმისა, რასაც იტყვის ეს ერთი პარტია. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მრავალპარტიული პარლამენტი, რომ იყოს დემოკრატიულობის ხარისხი მაღალი. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 2020 წელს პირველ ადგილზე გასული პარტია არ იქნება „ქართული ოცნება,“ მაგრამ იმაშიც რომ ღრმად ვიყო დარწმუნებული, რომ ეს პარტია იქნება „ევროპული საქართველო“ მაინც ვიტყვი და მაინც არ დაუჭერ ამ ცვლილებას მხარს იმიტომ, რომ ეს არ არის სამართლიანი. ჩვენ ერთი საარჩევნო ციკლისთვის არ ვღებულობთ საკონსტიტუციო ცვლილებას, ჩვენ ამ ცვლილებას ვღებულობთ იმიტომ, რომ მივიღოთ დემოკრატიული ქვეყენა,’’ - განაცხადა ლელა ქებუარიამ.