თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ქვეყანაში შეცვალოს ხელისუფლება - განაცხადა მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევრიოპული საქართველოს წევრმა ირაკლი აბესაძემ უგდიდში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვაზე.
,,ხელისუფლებამ, ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო კომისიამ, საქართველოს პარლამენტმა უნდა უზრუნველოს ის, რომ თითოეულ თქვენგანს უნდა გქონდეთ შესაძლებლობა თქვენი გადაწყვეტილების შესაბამისად ქვეყანაში შეიცვალოს ხელისუფლება. ხელისუფლებაში მიიღოთ პოლიტიკური გაერთიანება, პარტია, რომელიც ხალხის უმრავლესობის აზრს გამოხატავს. როდესაც ყოველდღიურად აწყდებით ეკონომიკურ სიძნელეებს, როდესაც თქვენი ცხოვრება არ უმჯობესდება და ხშირ შემთხვევაში უარესდება, როდესაც ვერ ხედავთ პერსპექტივას ქვეყნის განვითარების ამ დროს მნიშვნელოვანია თქვენ ხელში გქონდეთ ბერკეტი არჩევნების გზით ყოველგვარი ზედმეტი დაძაბულობის, ქვეყნის განვითარების შეფერხების გარეშე ჩაანაცვლოთ ის პარტია რომელიც ვერ ახერხებს ქვეყნის განვითარებას ახალი და თქვენთვის მისაღები პოლიტიკური გაერთიანებით,’’- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.