თეთრი სახლის პრეს-სამსახური შეერთებულ შტატებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს გამოეხმაურა. „ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს თეთრ სახლში შეხვდა. ორმა ლიდერმა დაადასტურა ამერიკა-საქართველოს პარტნიორობის სიმტკიცე, რომელიც 25 წლის განმავლობაში უფრო გაძლიერდა. მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს გლობალურ უსაფრთხოებაში. ვიცე-პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ქართველი ხალხის მიერ გაღებული მსხვერპლისთვის. მან საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. ვიცე-პრეზიდენტმა განსაკუთრებით გამოყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის როლი ეკონომიკური რეფორმების კუთხით და კვლავ დაადასტურა შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოსადმი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე, მათ შორის ნატოში“, - აღნიშნულია განცხადებაში.