პროცესის დახურვაზე სასამართლომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ სასამართლო პროცესზე გამოცხადებული შესვენებისას განაცხადა. მისივე თქმით,
დაცვის მხარემ რამდენიმე მტკიცებულების დაუშვებლად ცნობა მოითხოვა.
პროცესზე მხარეებმა სასამართლოს იმ მტკიცებულებების სია წარუდგინეს, რომელსაც მიიჩნევენ, რომ სასამართლომ დასაშვებად უნდა ცნოს და არსებითი განხილვისას უნდა გამოიკვლიოს”, - აღნიშნა ადვოკატმა.
ამჟამად სასამართლო პროცესზე შესვენება გამოცხადდა და პროცესის განახლების შემდეგ მოსამართლე მტკიცებულებების დაუშვებლობაზე დაყენებულ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს.