საპატრიარქო, ე.წ. ციანიდის საქმეზე, სხდომის საჯაროობის მომხრეა. საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ საქმეზე სხდომის დახურვის შემდეგ, განაცხადა, რომ საპატრიარქოს დასამალი არაფერი აქვს. მისივე თქმით, კატეგორიულად მიუღებელია პროკურატურის არგუმენტი, რომელიც ეკლესიის იმიჯის შელახვას ეხება.
„პროკურატურის არგუმენტი, რომ ეს ხდება ეკლესიის ინტერესებიდან გამომდინარე და იმისთვის, რომ ეკლესიის იმიჯი არ შეილახოს, კატეგორიულად მიუღებელია, რადგან განსაცდელის დროს საპატრიარქო და ეკლესია ძლიერდება. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. საპატრიარქოდან არყოფილა არანაირი მითითება თუ თხოვნა, რომ რაიმე დაემალათ, მითუმეტეს წინასასამართლოზე, სადაც მხოლოდ მტკიცებულებების ჩამონათვალია. დღეს საქართველოს საპატრიარქოს იმიჯის პროცესი არ მიმდინარეობს. აქ არის კონკრეტული ბრალდება, კონკრეტული პირის მიმართ, ამიტომ ჩვენ მოვუწოდეთ მამა გიორგისაც, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რაც აქვთ, საჯარო გახადონ . ჩვენ გამოვდივართ საჯარო ინტერესიდან", - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.
სხდომის დახურვის მოთხოვნით სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა. პროკურატურამ სხდომის დახურვის ერთ-ერთ მიზეზად საჯაროობის შემთხვევაში, სასულიერო პირებს შორის შესაძლო დაპირისპირება დაასახელა