ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, საქმეზე გამოძიება დეკანოზ გიორგი მამალაძის ნაწილში დასრულებულია, გამოძიება სხვა თანამზრახველების გამოვლენის მიზნით გრძელდება.
პროცესის დაწყებამდე მან აღნიშნა ასევე, რომ ბრალდებას უტყუარი მტკიცებულებები აქვს.
„დასრულდა გამოძიება და მოსამართლე ამ მტკიცებულებების დასაშვებობას შეაფასებს. ჩვენ გვაქვს ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, რაც უტყუარი მტკიცებულებებია. ჩვენ დავადასტურებთ მის დანაშაულს. გამოძიება მამალაძის ნაწილში დასრულდა და გრძელდება სხვა თანამზრახველების გამოვლინების მიზნით“,-აღნიშნა პროკურორმა.
მისივე თქმით, ბრალდების მხარეს კანონიერი მიზეზი აქვს პროცესის დახურვაზე.