ვფიქრობ, პრეზიდენტი ადათანხმდება და პროცესი ძალიან საინტერესო და შედეგიანი იქნება, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში პრეზიდენტის მონაწილეობასთან დაკავშირებით.
"ჩვენი წინადადებაა, პრეზიდენტმა პროცესში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მიიღოს მონაწილეობა და ხალხს კონსტიტუციურ ცვლილებებზე ესაუბრობს. ეს კარგი შეთავაზებაა. ეს ერთადერთი ლეგიტიმური ადგილია, სადაც შეიძლება საყოველთაო სახალხო განხილვის ფარგლებში ადამიანებმა კონსტიტუციურ ცვლილებებზე ისუაბრონ. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ამას დათანხმდება და პროცესი ძალიან საინტერესო და შედეგიანი იქნება“,- განაცხადა მდინარაძემ.
რაც შეეხება პროცესში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ჩართულობას, ამის თაობაზე მდინარაძე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ, შეხვედრებს დაესწრონ.