საქართველოს პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესში მონაწილეობის მისაღებად იწვევს, - ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა.
„საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს წინადადება საქართველოს პრეზიდენტთან - გვინდა მოვიპატიჟოთ საყოველთაო-სახალხო განხილვების პროცესში. ძალიან კარგი იქნება, თუკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას ერთობლივად გააცნობენ და ერთობლოვად გაესაუბრებიან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. მითუმეტეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას და თავად პრეზიდენტს ეს პროცესი გარკვეული პერიოდია დაწყებული აქვთ, ჩვენ კი ახლა ვიწყებთ ჩვენი რეგლამენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე - პრინციპში, შეიძლება ამ ორი პროცესის გაერთიანება“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.