ნიუ-იორკში, პირველად მსოფლიოში, შავ ცათამბჯემს ააგებენ. შენობაში, რომელშიც მთლიანად საცხოვრებელი ფართები განთავსდება, გაეროს ოფისთან ახლოს აშენდება. შენობა 42 სართულიანი იქნება და ის რიჩარდ მაიერის მიერაა დაპროექტებული.
არქიტექტორმა მომავალ ცათამბჯენს უკვე უწოდა «685 First Avenue».
მთლიანობაში შენობა 140 მეტრის სიმაღლის იქნება და 71 ათას კვ/მ-ს გააერთიანებს. შენობა სპეციალიზირებული შუშით იქნება შეფუთული, რომელიც შავი ფერის იქნება. აივნები კი მეტალისგან დამზადდება.
შენობაში 408 ბინა ქირით გაიცემა, ხოლო 148 გაიყიდება.