როდესაც დავინახავ, რომ რუსეთ-უკრაინას შორის შეთანხმება არ შედგება, ძალიან მკაცრები ვიქნებით, ეს შეიძლება, ორივე ქვეყნის მიმართ იყოს, ტანგოსთვის ორი ადამიანია საჭირო, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.
როდესაც აშშ-ს პრეზიდენტს ჰკითხეს, გააგრძელებდა თუ არა იგი უკრაინის მხარდაჭერას, ტრამპმა უპასუხა: "კი... მე უკრაინის მხარეს ვარ".
„როდესაც დავინახავ იმ მომენტს, რომ შეთანხმება არ შედგება, ჩვენ ძალიან, ძალიან, ძალიან მკაცრები ვიქნებით. სიმართლე ვთქვათ, ეს შეიძლება ორივე ქვეყნის მიმართ იყოს, რადგან იცით, რომ ტანგოსთვის ორი ადამიანია საჭირო. ჩვენ ძალიან, ძალიან მკაცრები ვიქნებით. იქნება ეს რუსეთი თუ ვინმე სხვა, ძალიან მკაცრები ვიქნებით“, – აღნიშნა ტრამპმა.