გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა თეთრ სახლში შეხვედრის დროს დონალდ ტრამპს მისი პაპის, ფრედრიხის, მოოქროვილ ჩარჩოში ჩასმული დაბადების მოწმობის ასლი გადასცა.
ოვალურ კაბინეტში შეხვედრის დაწყებისას მერცმა ტრამპს ორი, ჩარჩოში ჩასმული დოკუმენტი გადასცა და განმარტა, რომ ეს აშშ-ის პრეზიდენტის პაპის 1869 წლის დაბადების მოწმობა იყო.
ტრამპმა გერმანიის კანცლერს მადლობა გადაუხადა. ტრამპის ბებია და პაპა მამის მხრიდან, ფრედრიხ და ელიზაბეტ ტრამპები, გერმანიის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში, ფრანკფურტის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე პატარა სოფელ კალშტადტში დაიბადნენ.
ფრედრიხ ტრამპი მე-19 საუკუნის ბოლოს ნიუ-იორკში ემიგრაციაში წავიდა, შემდეგ კი სიეტლში, სადაც უძრავი ქონებისა და რესტორნების ბიზნესით დაიწყო საქმიანობა.
1901 წელს ის გერმანიაში დაბრუნდა, სადაც ელიზაბეტ კრისტზე დაქორწინდა, რის შემდეგაც წყვილი საბოლოოდ ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად.
ფრედრიხ ტრამპი 1918 წელს გარდაიცვალა, ამიტომ მის შვილიშვილს ის არასდროს უნახავს.