სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო კოლეგიამ ტელეკომპანია საქართველოს ადვოკატები დიმიტრი ძაგნიძე და ზაზა ბიბილაშვილი შეპასუხებისთვის 500-500 ლარით დაჯარიმა.
"რაც აქ ხდება, არის კრიმინალი და ჩვენ აქ ჩუმად არ ვიჯდებით, სანამ ეს კრიმინალი მიმდინარეობს," - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
დღეს, პროცესზე ქიბარ ხალვაშის მხარემ სააპელაციო სარჩელზე უარი განაცხადა. საუბარია ლოგოს და საავტორო უფლებების ნაწილზე. შესაბამისად, სასამართლომ პაატა სალიას სარჩელზე დავა შეწყვიტა. რადგან საავტორო უფლებებზე დავა აღარ განიხილება, რომელზე მოპასუხეც რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი იყო, ნიკა გვარამია სასამართლო პროცესზე არ დაუშვეს.
ამავე მიზეზით, უარი ეთქვათ პროცესზე დასწრებაზე რუსთავი 2-ის იურისტებს.