სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე ქიბარ ხალვაშის მხარემ სააპელაციო სარჩელზე უარი განაცხადა. საუბარია ლოგოს და საავტორო უფლებების ნაწილზე. შესაბამისად, სასამართლომ პაატა სალიას სარჩელზე დავა შეწყვიტა.
რადგან საავტორო უფლებებზე დავა აღარ განიხილება, რომელზე მოპასუხეც რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი იყო, ნიკა გვარამია სასამართლო პროცესზე არ დაუშვეს.
ამავე მიზეზით, უარი ეთქვათ პროცესზე დასწრებაზე რუსთავი 2-ის იურისტებს.