„სვანეთი ჩვენია და აქ არავის შემოვუშვებთ“ - აღნიშნული მოტივით მსხვილი ამერიკელი ინვესტორი „ოპტიკალ სისტემსი“ სვანეთიდან გამოაგდეს, ყველაფერი გაუნადგურეს და მოკვლითაც ემუქრებიან.
ოქროს შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის ოფიციალური მფლობელი კომპანიის წარმომადგენლები 2 კვირაზე მეტია სვანეთში ვერ ადიან. 2 კვირის წინ კი გარკვეულმა ჯგუფმა მათი საველე ბანაკი დაარბია და ყველაფერი გაუნადგურა. მომხადრის, მიყენებული ზიანისა და შემდგომი საფრთხის გამო ინვესტორმა შესაძლოა საქართველო დატოვოს.
„გარკვეულმა ორგანიზებულმა ჯგუფმა, რომლებსაც, როგორც ჩანს გავლენიანი მფარველები ჰყავს, ტერიტორიაზე ყველაფერი დაარბია და გაანადგურა. ამ პირებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს უცხოელ ექსპერტებს, რომლებიც ადგილზე მუშობდნენ, დაარბიეს კომპანიის საველე ბანაკი და დააზიანეს ტექნიკის ის ნაწილი, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია. ასევე გაანადგურეს მოპოვებული მასალები. ვითხოვთ სახელმწიფოს დახმარებას, რომ მუშაობის გაგრძელება შევძლოთ. ადგილზე მხოლოდ საძიებო სამუშაოები მიმდინარეობდა, თუმცა კვლევების შედეგად, შესაძლოა, ინვესტორისთვის ტერიტორია საინტერესო გამხდარიყო. 2 კვირა გავიდა და არავინ დასჯილა, შესაბაისად, სვანეთში ასვლას ვერც ვახერხებთ“ – აცხადებს კომპანიის იურიდიული კონსულტანტი ირაკლი გვილია.
სვანეთის მოსახლეობი ნაწილი, რომელიც სვანეთში ინვესტორის შესვლას ეწინააღმდეგება, აცხადებს, რომ ისინი ინვესტორს არ შეუშვებენ: „დავიფიცეთ, რომ აქ არავის შემოვუშვებთ და არ ვამუშავებთ. თუ საჭირო გახდა, 10 ადამიანსაც ვიმსხვერპლებთ. თუ შხამ-ქიმიკატებით დაიწყეს რეცხვა, ეგ ზიანია და მთელი სვანეთი ფეხზე დადგება. მთელმა სვანეთმა დაიფიცა, რომ მათი შემომშვები არავინაა. სვანეთი ჩვენია“
დაპირისპირებაში არ ერევა მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი, რომელიც აცხადებს, რომ ლიცენზია მას არ გაუცია და ვინც გასცა იმან მიხედოს. მისივე თქმით, ის მოსახლეობის წანააღმდეგ ვერ წავა.
მოსახლეობის ერთი ნაწილის პრეტენზია შხამ-ქომიკატების გამოყენებასთან დაკავშირებით გარემოსა დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომაც შეისწავლა. როგორც სამინისტროსი აცხადებენ, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. „სამინისტრომ აღნიშნული საკითხი შეისწავლა, თუმცა შხამ-ქომიკატების გამოყენების ფაქტი არ დადასტურდა. კომპანიის მუშაობა სამინისტროს არ გაუჩევებია. ჩვენთვის უცნობია, კომპანია რის საფუძველზე არ ახორციელებს ტერიტორიის შესწავლით სამუშაოებს“ - აცხადებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენელი ნელი კორკოტაძე.
კომპანია კი სახელომწიფოს რეაგირებას ელოდება. წინააღმდეგ შემთხვევაში კი იძულებული გახდება, ქვეყანა დატოვოს და 10 მილიონიანი ინვესტიცია შეაჩეროს. „ძალიან შემაშფოთებელია ინვესტორისთვის, როცა სახელემწიფოს წარმოადგენელი, გამგებელი ამბობს, რომ ლიცენზია მას არ გაუცია, ეს მისი პრობლემა არ არის და ვინც გასცა მას უნდა მივთხოვოთ. გამოდის, რომ სახელიმწოფო არ აგებს პასხუს საკუთარ ქმედებებზე. პოლიცია აცხადებს, რომ ჩვენი თანამშრრომლების უსაფრთხოებას სვანეთში ვერ უზრუნველჰყოფს. ეს ყველაფერი მთელ ტურისტულ სეზონს საფრთხის ქვეშ დააყენებს. თუ მთავრობის მხრიდან ქმედითი ნაბიჯი არ ვნახეთ, რაც არ უნდა გვინდოდეს, ასეთ პირობებში მუშაობა გაგვიჭირდება“ - აცხადებს გვილია.
რაც შეეხება ინვესტივიიც მოცულობას, კომპანიის ინფორმაციით 10 მილიონ ლარზე იყო საუბარი, რომლის 10% ადგილზე, ქველმოქმედებისთვის უნდა დახარჯულიყო. გარდა ამისა, საწყის ეტაპზე 98 ადგილობრივი მაცხოვრებელი საქმდებოდა. ასევე ხდებოდა ადგილობრივი კადრის გადამზადება, რომლებიც უცხოელ სპეცილისტებს ჩაანაცვლებდნენ.