გვიან ღამით, თბილისში, ავლაბარში ორი პირი დაჭრეს. „ქრონიკის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი გიორგი ჩხარტიშვილია, რომელიც დანაშაულის მოტივად ჰომოფობიას ასახელებს.
დაკითხვის შემდეგ, ჩხარტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას და მის მეგობარს სამი პირი დაესხა თავს. ის დანით მკლავისა და ზურგის არეშია დაჭრილი, ხოლო მისი მეგობარი ფეხში დაჭრეს.
მეორე დაზარალებულს, რომელიც არასრულწლოვანია, სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად, რეანიმაციულ განყოფილებაშია.
მომხდართან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება.