გაერო-ს ორგანიზებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ბორჯომში, სასტუმრო “კრაუნ პლაზა“-ში წამების აკრძალვასთან დაკავშირებული ანგარიშის და შესაბამისი რეკომენდაციების თემატიკაზე სამუშაო შეხვედრას მართავს.
პარლამენტის პრესსამასახურის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე მოხსენებით გამოვა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეეკა ბესელია. იგი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული „2004-2012 წლებში არაადამიანური მოპყრობისა და წამებისა ფაქტების შესახებ’’ სამუშაო ჯგუფის შემაჯამებელი ანგარიშის ზოგად მიმოხილვას წარმოადგენს.
საპროცესო კანონმდებლობის და შესაბამისი რეგულაციების დახვეწასთან დაკავშირებული რეკომენდაციების საკითხზე(სასამართლოს როლის გაზრდა წამებასთან ბრძოლის კუთხით, პოლიცია და წამების აკრძალვა, დაკავება, პოლიციაში მიყვანა, დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსება, სამედიცინო შემოწმებაზე ისაუბრებს ადამიანის უფლებათა გაერო-ს უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელი საქართველოში ბესარიონ ბოხაშვილი, ასევე ფონდი ”ღია საზოგადოება - საქართველოს” წარმომადგენელი გიორგი ბურჯანაძე.
შეხვედრაზე იმსჯელებენ საქართველოს კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებული რეკომენდაციების მიმოხილვაზე. ამ სამუშაო შეხვედრაზე შემუშავდება და მომზადდება მნიშვნელოვანი რეკომენდაციები.