სასაზღვრო პოლიციის უფროსის და შს მინისტრის მოადგილის, ზურაბ გამეზარდაშვილის ცოლის ძმას, ლაშა შავკაციშვილს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულში ბრალდებულის მიმართ პროკურატურა პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით 9 აპრილს შევიდა. მოსამართლემ შუამდგომლობა ამავე დღეს განიხილა და ბრალდების მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ლაშა შავკაციშვილს ბრალი 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით ედება, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვას გულისხმობს.