2015 წლის განმავლობაში მასშტაბური სახე მიიღო ადამიანების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევამ, - ნათქვამია სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშში და აღნიშნულია, რომ დაუსჯელობის სინდრომმა და მსგავსი დანაშაულის ფაქტებზე არაეფექტურმა გამოძიებამ გარკვეულწილად სტიმულირება მოახდინეს ახალი დანაშაულის,
”2015 წლის განმავლობაში მასშტაბური სახე მიიღო ადამიანების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევამ. დაფიქსირდა წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ამსახველი ვიდეო კადრების გავრცელებისა და საჯარო ჩვენების, ასევე, პირადი სატელეფონო კომუნიკაციის ამსახველი აუდიოჩანაწერების გავრცელების ფაქტები. დაუსჯელობის სინდრომმა და მსგავსი დანაშაულის ფაქტებზე არაეფექტურმა გამოძიებამ გარკვეულწილად სტიმულირება მოახდინეს ახალი დანაშაულის, რამაც კულმინაციას 2016 წლის მარტში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით მიაღწია. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს პროკურატურას დროულად და ეფექტურად გამოიძიოს ეს დანაშაული და პასუხისგებაში მისცეს ყველა ის პირი, ვინც შექმნა, მოიპოვა და გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საქართველოს პარლამენტი გონივრულად მოკლე ვადებში უზრუნველყოფს სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი ცვლილებების შეტანას, რითაც მნიშვნელოვნად გამკაცრდება სანქციები პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევისთვის”, - ნათქვამია ანგარიშში.