მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე ბრალს არ აღიარებს. მან თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე აღნიშნა, რომ ის შვილისა და მეუღლის მკვლელობაში დამნაშავე არ არის.
როგორც ცნობილია, ადვოკატები პაპიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას დააყენებენ და მის გათავისუფლებას მოითხოვენ.
ბრალდების მხარე მზად არის საქმეზე არსებითი განხილვა ჩაინიშოს, - ამის შესახებ მაგდა პაპიძის საქმის პროკურორმა ელენე ჩხეიძემ პროცესის დაწყებამდე განაცხადა. მისი ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებეზე იქნება მსჯელობა.
სასამართლო ასევე დღეს იმსჯელებს, არის თუ არა საკმარისი მტკიცებულება იმისთვის, რომ საქმის არსებითი განხილვა დაიწყოს. გარდა ამისა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ასევე გადაწყდება, სურს თუ არა ბრალდებულს საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.
სასამართლოში იმყოფებიან მაგდა პაპიძის დედა და და, თუმცა ისინი სხდომას არ ესწრებიან.