თბილისის საქალაქო სასამართლომ ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულ ინგა ჩატოიანს აღკვეთის ღონისძიების ღონისძიების სახით 5 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. გირაოს შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.
პროცესი საქალაქო სასამართლოში დაახლოებით ნახევარ საათს, დახურულ რეჟიმში გაგრძელდა. პროცესის დახურვა ბრალდების მხარემ მოითხოვა, რადგან საქმე პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას შეიცავდა.
ინგა ჩატოიანს შორის პროცესის შემდეგ, ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულის ზურაბ ჯამალაშვილის მეუღლეე დაუპირისპირდა. ის ცდილობდა ჩატოიანის დაფარული სახე გამოეჩინა. მოსამართლის შეკითხვაზე, რატომ ჰქონდა სახე დაფარული, ჩატოიანმა განაცხადა, რომ ყურები სტკივა. პროცესის დაწყებმადე კი ჯამალაშვილის მეუღლემ ჩატოიანი ცრუ ჩვენებების მიცემაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ჩატოიანი ამ საქმეში არის ცრუ მოწმე.