ინგა გრიგოლია დაკითხვაზე დაიბარეს. ჟურნალისტს საგამოძიებო ორგანოდან გუშინ დაუკავშირდნენ. ის მთავარ პროკურატურაში დღეს 12 საათზე მივა.
დაკითხვაზე დაბარება სავარაუდოდ, რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ, მუქარის შემცველ ვიდეო მასალას უკავშირდება, სადაც ჟურნალისტის გვარიც არის ნახსენები.
,,არჩევანში“ ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომ მის მიმართ მუქარა შესაძლოა, მის ხელთ არსებულ ინფორმაციას უკავშირდებოდა.