ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმისთვის დაკავებული ლევან მექვაბიშვილის ადვოკატი სავარაუდოდ, დღეს გაასაჩივრებს მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას.
ადვოკატმა მარინა ფილაურმა შესაძლოა დღესვე მექვაბიშვილი მოინახულოს, რომელიც გლდანის მე-8 დაწესებულებაშია გადაყვანილი.
ლევან მექვაბიშვილი დუმილის უფლებით სარგებლობს და მომხდარის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ბრალდების მხარის ინფორმაციით, ამ უფლებით სარგებლობამდე, მან ბრალი ნაწილობრივ აღიარა და გამოძიების რამდენიმე შეკითხვას უპასუხა.
ადვოკატი ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის ნაცნობობას უარყოფს და იმავდროულად მომხდარის პოლიტიკურ მოტივსაც გამორიცხავს.
სახელმწიფო ბრალდება პეტრიაშვილზე თავდასხმის მოტივად პირად ინტერესს განიხილავს, მაგრამ რა გარემოებას მოჰყვა ანგარიშსწორება, ამას პროკურატურა არ ასაჯაროვებს.