ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებულ თავდასხმაში ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, რითაც პროკურატურის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ ამ გადაწყვეტილების საფუძვლად ბრალდებულის მიმალვა, ან მის მიერ გამოძიებისთვის ხელის შეშლა დაასახელა.
დაცვის მხარე დაკავებულისთვის 15 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
ლევან მექვაბიშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 26 აპრილს ჩაინიშნა.