თბილისის საქალაქო სასამრთლოს ახალი თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე საკადრო გადაადგილებებს არ გამორიცხავს. მისი ტქმით, არსებობს პრობლემები, რომელთა გამოსწორებაზეც იმუშავებს.
„სასამართლოში არსებობს პრობლემები და აუცილებლად ვიმუშავებთ მათ გამოსწორებაზე. გადასახედი არის როგორც საქმეთა განაწილება, ასევე აპარატის ფუნქციები და არ არის გამორიცხული არც გადაადგილებები“, - აღნიშნა მიქაუტაძემ.
თბილისის საქალაქო სასამრთლოს მოსამართლეებს ახალ თავმჯოამრესა და კოლეგიების ხელმძღვანელებს უკვე დღეს წარყუდგენენ. მამუკა ახვლედიანის შემცველელად 12 ხმით ერთის წინააღმდეგ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გიორგი მიქაუტაძე აირჩია.
სხდომა არასამთავრობო სექტორის პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. პრეზიდენტის ქვოტით შესული ვახტანგ მჭედლიშვილი კი განმეორებით კენჭისყრას ითხოვდა.