უჯარმის ციხესთან მომხდარი ავარიის შედეგად 5 ადამიანი, მათ შორის 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა. დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები არიან და ისინი გომბორში ცხოვრობდნენ.
ავარია გუშინ საღამოს მოხდა. უჯარმის ციხესთან ერთმანეთს საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი ორი მიკროავტობუსი შეეჯახა, რის შედეგადაც არიან გარდაცვლილები და დაშავებულები, - იუწყება რუსთავი 2.
როგორც კურიერის ჟურნალისტს საგარეჯოს რაიონული საავადმყოფოს მენეჯერმა, ლექსო სართანიამ, განუცხადა, საავადმყოფოში ავარიის შედეგად დაშავებული სამი მოქალაქე მიიყვანეს, მათგან ერთი - 7 წლის ბავშვი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დანარჩენ ორს კი გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
დაშავებულებს კიდურებისა და შინაგანი ორგანოების დაზიანებები აღენიშნებათ.
თბილისიდან და თელავიდან მომავალი სამარშუტო ტაქსების შეჯახების მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.