2016 წლის 4 თებერვალს ცენტრალურ საარჩევნო კომისიამ 64 საოლქო საარჩევნო კომისიის 182 წევრი აირჩია.
საოლქო საარჩევნო კომისიების ხელახალი დაკომპლექტება, წევრების უფლებამოსილების ვადის გასვლამ განაპირობა. არჩევის პროცესს აკვირდებოდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის კოალიცია ,,საზოგადოებრივი ინიციატივის’’ წევრი ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბი’’-ს თავჯდომარე ლაშა ფარულავა.
ა/ო ,,ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბს’’ აღნიშნულ კონკურსთან დაკავშირებით აქვს რამოდენიმე შენიშვნა. კერძოდ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში გამოცდილ კანდიდატებს, ხოლო მათ ნაცვლად აირჩია გამოუცდელი/პარტიული კანდიდატები.
მიუხედავად საარჩევნო კოდექსით დადგენილი განაწესისა(20.მ.-11/17.პ.), ცესკო-ს წევრებმა ვაკანტურ თანამდებობებზე აირჩიეს პარტიული გამოცდილების და კავშირების პირები. ინფორმაცია კანდიდატების პარტიული საქმიანობის შესახებ გაავრცელა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფკავშირმა.
საოლქო საარჩევნო კომისიის კანდიდატთა კენჭისყრამდე პროფკავშირმა აღნიშნული ინფორმაცია გადასცა, არასამთავრობო სექტორს, ცენტრალური საარჩევნო კომისიას და პირადად ქალბატონ/თავჯდომარეს თამარ ჟვანიას.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე წარმოგიდგენთ იმ პირთა ჩამონათვალს რომლებიც ცესკო-ს მიერ არჩეულნი არიან საოლქო საარჩევნო კომისიაში და ჩატარებულ სხვადასხვა ტიპის არჩევნებზე იყვნენ საარჩევნო სუბიექტის კანდიდატი/წარმომადგენლები და პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრები:
02 ვაკე
ლიკა ავალიშვილი
კოალიცია "ქართული ოცნება"
ნათია აბელაშვილი
თავისუფალი დემოკრატები
03 საბურთალო
ნინო ბაზაძე
ევროპელი დემოკრატები
04 კრწანისი
მაია სულთანიშვილი (თამარ ჟვანიას ჯგუფელი)
კოალიცია "ქართული ოცნება"
06 სამგორი
ნათია აბაშვილი
კოალიცია "ქართული ოცნება"
ნატო ავაზაშვილი
კოალიცია "ქართული ოცნება"
07 ჩუღურეთი
ნაზიკო შევარდნაძე
კოალიცია "ქართული ოცნება"
პაატა ენუქიძე
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა
08 დიდუბე
ნათია რუხაძე
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა
თამარ ჭკუასელი
კოალიცია "ქართული ოცნება"
09 ნაძალადევი
ნიკოლოზი ლელაშვილი
თავისუფალი დემოკრატები
10 გლდანი
რუსუდანი ტაბარუკიშვილი
კოალიცია "ქართული ოცნება"
11 საგარეჯო
თამილა კევლიშვილი
კოალიცია "ქართული ოცნება"
ნატო ლომიძე
ევროპელი დემოკრატები
13 სიღნაღი
მანანა მჭედლიშვილი
კოალიცია "ქართული ოცნება"
ლეილა ტუხაშვილი
კოალიცია "ქართული ოცნება"
14 დედოფლისწყარო
დავითი ნასრაშვილი
კოალიცია "ქართული ოცნება"
გივი ნატროშვილი
კოალიცია "ქართული ოცნება"
მანანა ლამაზოშვილი
ევროპელი დემოკრატები
16 ყვარელი
ეკა გაგნიძე
კოალიცია "ქართული ოცნება"
17 თელავი
ლეილა ყველიაშვილი
ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა
თათია კომახიძე
თავისუფალი დემოკრატები
თამარი გრძელიშვილი
კოალიცია "ქართული ოცნება"
19 თიანეთი
მაია ქუცნაშვილი
კოალიცია "ქართული ოცნება"
ნინო შუშანაშვილი
კოალიცია "ქართული ოცნება"
21 გარდაბანი
თამაზი ფოლადაშვილი
კოალიცია "ქართული ოცნება"
23 ბოლნისი
ირინე ბეჟანიშვილი
კოალიცია "ქართული ოცნება"
25 წალკა
ხატია პარასკევოვი
კოალიცია "ქართული ოცნება"
30 კასპი
ელენე ჩადუნელი
კოალიცია "ქართული ოცნება"
31 ახალგორი
ვლადიმერ ცუცქირიძე
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ნოდარ ეგრისელაშვილი
კოალიცია "ქართული ოცნება"
რევაზ ვარძელაშვილი
კოალიცია "ქართული ოცნება"
32 გორი
თამარ ტრამაკიძე
ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა
33 ქარელი
ნიკოლოზ კეთილაძე
კოალიცია "ქართული ოცნება"
ლილი ონიაშვილი
თავისუფალი დემოკრატები
35 ხაშური
ლელა ბარბაქაძე
კოალიცია "ქართული ოცნება"
ნონა ხაჩიძე
კოალიცია "ქართული ოცნება"
36 ბორჯომი
მაყვალა გვირჯიშვილი
კოალიცია "ქართული ოცნება"
38 ადიგენი
ლელა ადოშვილი
კოალიცია "ქართული ოცნება"
39 ასპინძა
ლელა თამარაძე
კოალიცია "ქართული ოცნება"
45 ცაგერი
მამუკა საღინაძე
კოალიცია "ქართული ოცნება"
46 ლენტეხი
ხათუნა ტვილდიანი
კოალიცია "ქართული ოცნება"
49 თერჯოლა
ელზა ბარდაველიძე
კოალიცია "ქართული ოცნება"
იზა მაგრაქველიძე
კოალიცია "ქართული ოცნება"
50 საჩხერე
ირმა სამხარაძე
კოალიცია "ქართული ოცნება"
51 ზესტაფონი
ლია ბიბილაშვილი
კოალიცია "ქართული ოცნება"
გიორგი კახნიაშვილი
კოალიცია "ქართული ოცნება"
52 ბაღდათი
ელეონორა ლომსიანიძე
კოალიცია "ქართული ოცნება"
კობა ჯიხვაძე
კოალიცია "ქართული ოცნება"
53 ვანი
გულნარა როხვაძე
კოალიცია "ქართული ოცნება"
54 სამტრედია
ნანა იმნაძე
კოალიცია "ქართული ოცნება"
ნინო ვაშაკიძე
კოალიცია "ქართული ოცნება"
55 ხონი
ლალი კაშია
კოალიცია "ქართული ოცნება"
სოფიო ქარქაშაძე
კოალიცია "ქართული ოცნება"
58 წყალტუბო
ლოლა ფანცხავა
კოალიცია "ქართული ოცნება"
ქრისტინე ქაჯაია
კოალიცია "ქართული ოცნება"
59 ქუთაისი
იზა ფერაძე
კოალიცია "ქართული ოცნება"
ლარინა ლალიაშვილი
კოალიცია "ქართული ოცნება"
60 ოზურგეთი
ელგუჯა ჩხატარაშვილი
კოალიცია "ქართული ოცნება"
თეიმურაზ კაჭარავა
კოალიცია "ქართული ოცნება"
61 ლანჩხუთი
ლალი კიკაბიძე
კოალიცია "ქართული ოცნება"
64 სენაკი
ალექსანდრე ქაჩიბაია
კოალიცია "ქართული ოცნება"
65 მარტვილი
პეტრე მანტუა
კოალიცია "ქართული ოცნება"
მაია გაგუა
"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა"
66 ხობი
შორენა ცქირია
კოალიცია "ქართული ოცნება"
მანანა თათარიშვილი
თავისუფალი დემოკრატები
ჯემალი შეროზია
კოალიცია "ქართული ოცნება"
დათუნა ჯობავა
კოალიცია "ქართული ოცნება"
67 ზუგდიდი
ხათუნა დავიანტი
თავისუფალი დემოკრატები
ლელა ლაშხია
კოალიცია "ქართული ოცნება"
69 ჩხოროწყუ
ნატო გაბედავა
კოალიცია "ქართული ოცნება"
თამაზ ხორავა
კოალიცია "ქართული ოცნება"
80 ქედა
თემურ ბერიძე
კოალიცია "ქართული ოცნება"
ირინა ბერიძე
კოალიცია "ქართული ოცნება"
ჩვენთვის მიუღებელია ოლქის წევრებად საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების და ხელისუფლებასთან აფელირებული პირების არჩევა. მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულობას - ადმინისტრაციის ეფექტური, გამჭირვალე და მიუკერძოებელი საქმიანობა განაპირობებს. ხოლო აღნიშნული კონკურსით არჩეული პირების საქმიანობა მხოლოდ ზიანს მიაყენებს საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობას.
გასათვალისწინებელია თამარ ჟვანიას „მავნებლური“ პოლიტიკა ვინაიდან ამ გამოცდილი ადამიანების გადამზადებაში სახელმწიფომ მილიონობით ლარი დახარჯა, შესაბამისად ახალი კადრების გადამზადებაზე იგივე რაოდენობით თანხებია საჭირო, რაც სულ ცოტა 2016 წლის არჩევნებისთვის ვერ მოესწრება და საფრთხის წინაშე აყენებს საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას.
რისთვის ჭირდება ზურაბ ტყემალაძის შვილის ცოლისძმას, ცესკოს მდივანს გიორგი ჯავახიშვილს პარტიული კადრები საარჩევნო ადმინისტრაციაში? რომელთაც გამოცდილება არა აქვთ - პასუხი მარტივია, მათ კარგი არჩევნების ჩატარება არ სურთ, უნდათ მხოლოდ მათთვის მორჩილი ხალხი არჩევნებში და ,,ლურჯი მელიის'' ბატონობა . ამ ყოველივეს „გამჭვირვალობის“ ეგიდით და ვუალჩამოფარებული „მავნებელი“ ჟვანია ახორციელებს მის მორჩილ „ყურმოჭრილ“ მოადგილესთან (გიორგი შარაბიძე) ერთად. ჟვანიას მავნებლობა არ შეჩერდა იმ საკითხზე, რომ მას პირადად ასიათასობით ლარი აქვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მითვისებული, ახლა მითვისებას სახელმწიფო რესურსების ფლანგვა და ადამიანური რესურსების გაჩანაგება მიუმატა.