აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, პოლონეთზე რუსული დრონებით თავდასხმას „მიუღებელი, სამწუხარო და სახიფათო“ უწოდა.
„დრონები განზრახ იქნა გაშვებული. ეჭვგარეშეა, რომ მათი გაშვება წინასწარგანზრახული იყო. კითხვა ისმის, დრონები მიზანმიმართულად მიფრინავდნენ თუ არა პოლონეთისკენ“, - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.
როგორც Reuters იუწყება მან აღნიშნა, რომ თუ არსებული მონაცემები შეერთებულ შტატებს ასეთ დასკვნამდე მიიყვანს, „მაშინ აშკარაა, რომ ეს უკიდურესად ესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო“.
„არსებობს სხვა შესაძლებლობებიც, მაგრამ ჩვენ გვსურს შევაგროვოთ ყველა ფაქტი და კონსულტაციები გავმართოთ ჩვენს მოკავშირეებთან საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე“, - განმარტა რუბიომ აშშ-ის პოზიცია.