ჩინეთში, ტიბეტის რეგიონში, ხუთშაბათს მომხდარ 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა.
ინფორმაციას CNN ჩინურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ტიბეტის ავტონომიურ რეგიონში, ქალაქ ნაგჩუდან აღმოსავლეთ-ჩრდილო-აღმოსავლეთით, 183 კილომეტრში მდებარეობდა.
ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua-ს ცნობით, მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 339 სახლი დაინგრა. ზარალის მასშტაბის შეფასება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ეპიცენტრისკენ სამაშველო ჯგუფი გაგზავნეს.
ჩინეთის სახელმწიფო ტელეკომპანია CCTV-ის ინფორმაციით, რკინიგზის უწყებებმა დაზარალებულ რაიონებში მატარებლების მოძრაობა შეაჩერეს. ჩინეთის მიწისძვრების ადმინისტრაციამ საგანგებო მდგომარეობის მეორე დონის რეჟიმი გამოაცხადა, რაც ქვეყანაში საფრთხის სიმძიმის მიხედვით მეორე უმაღლესი დონეა.