"მე მგონია რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის კავშირი, ამ ნორმით ვხელმძღვანელობ მე, როდესაც წყვილებს ვაქორწინებთ იუსტიციის სახლებში, თუ სხვაგვარად ფიქრობს ბატონი პაპუაშვილი და მისი სასამართლო ამასაც მალე შევიტყობთ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ცნობისათვის, ერთსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოშია შესული, თუმცა მიიღებს თუ არა განსახილველად სასამართლო კონკრეტულ საკითხს, ჯერ-ჯერობით უცნობია.