თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნო სკანდალური დოკუმენტაცია, რომელიც მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდებზე არსებულ დარღვევებს ასახავს.
მამუკა ახლვლედიანის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად, ერთერთმა კონკურსანტმა წინაწარ იცოდა იმ ტესტირების პასუხები, რომელიც მას უნდა გაევლო, არასამთავრობოები ვარაუდობენ, რომ ეს მხოლო ერთ კონკურსანტს არ ეხება და მათი რიცხვი შესაძლოა გაცილებით დიდი იყო.
არსამთავრობოების განცხადებით, აუცილებლია ამ საკითხზე რეაგირება მოახდინოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და მან გამოიკვლიოს ვინ გაიტანა კონკრეტული დოკუმენტაცია. და ამის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუკი გამოიკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, გამოძიება უნდა დაიწყოს.