ვახტანგ ქირიას მკლელობის საქმის გამოძიება გრძელდება და შედეგებზე დეტალურად იქნება ინფორმირებული საზოგადოება. ამის შესახებ ვახტანგ ქირიას დაკრძალვაზე მყოფმა მთავარმა პროკურომა ირაკლი შოთაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, პროკურატურა ვახტანგ ქირიას მკვლელობის მოტივის დადგენაზე მუშაობს.
„რაც შეეხება მოტივს, მოტივზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, დანიშნულია არაერთი ექსპერტიზა“, - განაცხადა შოთაძემ.
მკვლელთან დაკავშირებით, შოთაძენ აღნიშნა, რომ შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობა, იმის თქმის შესაძლებლობას იძლევა, რომ მკლელობა კონკრეტულმა პიროვნებამ ჩაიდინა.
,”ამ ეტაპზე შეკრებილია მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით იძლევა კონკრეტულ პირზე იმის თქმის შესაძლებლობას, რომ კონკრეტულმა პიროვნებამ ჩაიდინა მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ვახტანგ ქირიას მკვლელობა. გამოძიება გრძელდება და შედეგებზე დეტალურად იქნება ინფორმირებული საზოგადოება," - განაცხადა მტავარმა პროკურორმა.