მართვის მოწმობის გამოცდას ფსიქოლოგთან გასაუბრება დაემატება, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა, რომელმაც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონსა და "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებები გააცნო.
მისი თქმით,ამ ცვლილების მთავარი პრინციპი ისაა, რომ ყველა მძღოლმა იცოდეს, მათ მიერ ჩადენილ პატარა დარღვევასაც კი, შეიძლება საბოლოო ჯამში სერიოზული შედეგი მოჰყვეს და არა მხოლოდ 20 ლარის ჯარიმის გადახდა.
”გამოცდას სავარაუდოდ ექნება ფსიქოლოგთან გასაუბრების კომპონენტიც. ეს შედარებით ახალი სისტემა იქნება ჩვენს სინამდვილეში. ამ ცვლილების მთავარი პრინციპი ისაა, რომ ყველა მძღოლმა იცოდეს, მათ მიერ ჩადენილ პატარა დარღვევასაც კი, შეიძლება საბოლოო ჯამში სერიოზული შედეგი მოჰყვეს და არა მხოლოდ 20 ლარის ჯარიმის გადახდა. ეს არის გათანაბრების მექანიზმი მდიდარი და ღარიბი მძღოლებისათვის. ვისაც ბევრი ფული აქვს, არ იყოს პროვილეგირებული 5000 ლარი გადაიხადოს ჯარიმის სახით და გააგრძელოს საფრთხის შექმნა საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისთვის”, - განაცხადა ხუციშვილმა.