მკველელობა მოხდა წუხელ თბილისში. სამტრედიის ქუჩაზე 29 წლის მამაკაცს სანადირო თოფიდან ესროლეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.
თვითმხილველების ინფორმაციით, 40 წლამდე მამაკაცმა დანაშაული ეჭვიანობის ნიადაგზე ჩაიდინა, რის შემდეგაც პოლიციას მომხდარის შესახევ თვითონვე შეატყობინა და ჩაბარდა.
გარდაცვლილი პროზექტურაში გადაასვენეს. ადგილზე კი გვიან ღამემდე მუშაობდნენ ექსპერტ კრიმინალისტები.