დეპუტატი ეკა ბესელია ჟურნალისტ ელისო კილაძესა და შეწყალების კომისიის ყოფილ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილს სასამართლოში უჩივის. სარჩელი სასამართლოში მისმა ადვოკატმა გიგა კვერენჩხილაძემ დღეს შეიტანა.
მისი თქმით, კილაძე და ელისაშვილი ბესელიას მიმართ არაერთ ცილისმწამებლურ განცხადებას აკეთებენ, სარჩელით კი ამ განცხადებების უარყოფას მოითხოვენ.
ელისაშვილი და კილაძე ეკა ბესელიას ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულების მფარველობაში ადანაშაულებენ.