ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რაიონები და ქალაქები ამომრჩევლების რაოდენობის შესაბამისად ერთ-ორ-სამ და ოთხ მანდატიან ოლქებად დაიყოს.
პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების პროექტით, ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის მუნიციპალიტეტების საზღვრებში შეიქმნება.
პროექტით, ორმანდატიანი საარჩევნო ოლქები იქნება: რუსთავში; მცხეთა-თიანეთი, დუშეთი-ყაზბეგში; გორში; ბორჯომი-ახალციხე-ადიგენი-ასპინძაში, ასევე ახალქალაქი- ნინოწმინდაში და ასევე ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურში.
რაც შეეხება სამმანდატიან საარჩევნო ოლქებს, ისინი იქმნება შემდეგ მუნიციპალიტეტების საზღვრებში: 1. საგარეჯო, გურჯაანი, სიღნაღი, დედოფლისწყარო; 2. ლაგოდეხი, ყვარელი, თელავი, ახმეტა; 3. გარდაბანი, მარნეული; 4. კასპი, ქარელი, ხაშური; 5. ბოლნისი, დმანისი, წალკა, თეთრიწყარო; 6. ხარაგაული, თერჯოლა, ვანი, ტყიბული, ბაღდათი; 7. ზესტაფონი, ჭიათურა, საჩხერე; 8. სამტრედია, ხონი, წყალტუბო; 9. ქუთაისი; 10. ჩხოროწყუ, ზუგდიდი; 11. ბათუმი.
ამასთან, ოთხმანდატიანი საარჩევნო ოლქები იქმნება შემდეგ მუნიციპალიტეტების საზღვრებში: 1. მესტია, აბაშა, სენაკი, მარტვილი, ხობი, წალენჯიხა, ფოთი; 2. ქედა, ქობულეთი, შუახევი, ხულო, ხელვაჩაური;
ცვლილებებით, თბილისი ექვს სამმანდატიან მაჟორიტარულ ოლქად დაიყოფა.