გიორგი ოქროპირიძის სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება. სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან. შეგახსენებთ, რომ ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა პირველმა შემადგენლობამ მიმდინარე წლის ივნისშ 13-საათიანი მსჯელობის შემდეგ ვერდიქტი ვერ გამოიტანა. მსაჯულების ახალი შემადგენლობის არჩევის პროცესი კი ხუთ თვეს გაგრძელდა. იმ შემთხვევაში, თუ ვერდიქტის გამოტანა ნაფიცი მსაჯულების ახალმა შემადგენლობამაც ვერ შეძლო, ოქროპირიძე გამართლებულად ჩაითვლება. გიორგი ოქროპირიძეს ბრალად ედება ლაშა მახარაძის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში. მასვე ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება.