ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ფარგლებში გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს ძალისხმევას ჩართოს სამოქალაქო საზოგადოება სახელმწიფო სტრუქტურების მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ერთობლივ განცხადებაში ორივე მხარემ აღნიშნა სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დადებით შეაფასა საქართველოს ძალისხმევა, რომელიც მიმართულია გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობისკენ, ამასთან, მხარეებმა დაადასტურეს, რომ მნიშვნელოვანია გაგრძელდეს პროგრესი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმა საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში მიღებულ კანონს, რომელმაც საჯარო სამსახურის დამოუკიდებლობის გაძლიერებას შეუწყო ხელი.
სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო შეხვედრა ვაშინგტონში 12 ნოემბერს გაიმართა. .
საქართველოს დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები შედიოდნენ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე და იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე თანა-თავმჯდომარეობდნენ.