"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, თინა ბოკუჩავას თქმით, მიხეილ ყაველაშვილის განცხადება დასტურია იმის, რომ "ივანიშვილის რეჟიმი გადარჩენის ერთადერთ შანსს რეალურად ხედავს აღიარებაში და ლეგიტიმაციაში".
"ეს განცხადება არის ძალიან მნიშვნელოვანი, მორიგი დასტური იმის, რომ სასიცოცხლოდ სჭირდება ივანიშვილის რეჟიმს ლეგიტიმაცია და გადარჩენის ერთადერთ შანსს რეალურად ხედავს აღიარებაში და ლეგიტიმაციაში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენი საერთო ძალისხმევა საერთაშორისო ასპარეზზე, ისევე როგორც ქვეყნის შიგნით, რომელიც მიმართული იყო რეჟიმის არაღიარებაზე, იყო ძალიან სწორი ფოკუსი და ამ ფოკუსის შენარჩუნება შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ არ შევყვეთ ივანიშვილს ამ ფარსში, ამ სპეცოპერაციაში, რომელსაც თავად ადგილობრივი თვთმმართველობის არჩევნებად მოიხსენიებს, მაგრამ სინამდვილეში ამ მოვლენას ძალიან კარგად ვიცით, რომ არაფერი საერთო არჩევნებთან არ ექნება.
რაც შეეხება, ამ კომიკური ფიგურის განცხადებას, დარწმუნებული ვარ, რომ თუ მის საპარლამენტო საქმიანობას გადავხედავთ, პირდაპირ მომსწრე მე ვიყავი, რომ საზოგადოებას მხოლოდ და მხოლოდ ბილწსიტყვაობით დაამახსოვრა თავი პლენალურ დარბაზში მისი გამოსვლით, დარწმუნებული ვარ, რომ ეს განცხადებაც ბუნებრივია, ივანიშვილის სხვა მსახურებმა დაუწერეს. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ რა თქმა უნდა, ეს არ შეეხება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც მე-4 წელია პოლიტიკურ ტყვეობაში იმყოფება," - განაცხადა ბოკუჩავამ "ტვ პირველის" ეთერში.
შეგახსენებთ, მიხეილ ყაველაშვილი მიმართავს პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსებს, მიმართონ შეწყალების შესახებ განცხადებით, დაადასტურონ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი და დაუყოვნებილი გამოსცემს შეწყალების აქტს.