აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე მსვლელობა იმართება.
მარშის მონაწილეების თქმით, ისინი ამ ფორმით ამერიკის მიმართ პატივისცემასა და მეგობრულ დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ გამოხატავენ.
"მთავარი გზავნილია, რომ დროზე მიიღონ "მეგობარი აქტი". "მეგობარმა აქტმა" უკვე ძალიან დიდი გზა გაიარა, დარჩა ერთი ხელის მოწერა და ვთხოვთ ამერიკას, რომ დაგვეხმაროს. ჩვენ შევიკრიბეთ აქ იმისთვის, რომ დავანახოთ ამერიკას, რომ ჩვენ გვჭირდება ის, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ასევე, გვექნება ვიდეომიმართვის გადაღება, რომელიც უნდა გავაგზავნოთ ამერიკაში", - ამბობს მარშის ორგანიზატორი ია ფარულავა.