პოლიტიკოსებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს, პრინციპული პოლიტიკა ჰქონოდათ და ციხეში წავიდნენ, რადგან ამ პარლამენტს და ე.წ. კომისიას არ აღიარებდნენ, რატომ ჰგონიათ, რომ ამ პარლამენტის მიერ არჩეულ პრეზიდენტს აღიარებენ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.
„ყაველაშვილი დადის და სანთლით დაეძებს ლეგიტიმურად აღიარონ როგორც პრეზიდენტი, არავინ არ აღიარებს არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. არჩევნების თემა ლეგიტიმაციის მოპოვებისთვის რაღაცა საკითხად აქცია, რომელსაც ცხადია არავინ არ აღიარებს. პოლიტიკოსებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს, პრინციპული პოლიტიკა ჰქონოდათ და ციხეში წავიდნენ, რადგან პარლამენტს არ აღიარებდნენ და არ აღიარებდნენ იმ ე.წ. კომისიას, რატომ ჰგონია, რომ ამ პარლამენტის მიერ არჩეულ პრეზიდენტს აღიარებენ. სასაცილოს ნუ იხდის თავს. ჯერ ისედაც სასაცილო ადამიანია, ნუ აცინებს ხალხს, ივანიშვილის რეჟიმის ბუტაფორია თუ არის, ბუტაფორიად ბოლომდე დარჩეს“, – განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მიმართავს პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსებს, მიმართონ შეწყალების შესახებ განცხადებით, დაადასტურონ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი და დაუყოვნებილი გამოსცემს შეწყალების აქტს.