სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-სა და წილების დაყადაღების შესახებ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი ”ვერსია”.
ქიბარ ხალვაშის თქმით, წილების დაყადაღება დავის ელემენტია, რომ წილები არ გასხვისდეს და კომპანიას არ აჰკიდონ ვალები.
ბიზნესმენი ასევე აცხადებს, რომ შეისწავლის ნიკა გვარამიას, როგორც დირექტორის საქმიანობას.
”ურთიერთსაწინააღმდეგო რამეებს ამბობენ ნახევარსაათიან ინტერვალში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ეს არის გვარამიას მიერ უნიჭოდ შეთხზული კიდევ ერთი ყალბი ისტორია, რომელსაც სინამდვილესთან არანაირი კავშირი არა აქვს. თუმცა მე გვარამიასთან ჯერჯერობით სალაპარაკო არაფერი მაქვს. როგორც იცით, ტელედებატებში გამოვიწვიე „რუსთავი 2“-ის ნომინალური მფლობელები _ ყარამანაშვილები და დღემდე პასუხი არ მიმიღია. რაც შეეხება გვარამიას, მისი, როგორც კომპანიის დირექტორის საქმიანობის კანონიერების შესწავლას აუცილებლად მოვითხოვ, როდესაც დავიბრუნებ ტელეკომპანიას”, - აცხადებს ხალვაში.