“სასჯელაღსრულების მინისტრი ვერავის ვერ ათავისუფლებს. ამისთვის არსებობს სპეციალური პროცედურები, რომელიც კანონით არის დადგენილი,” – ამის შესახებ კახი კახიშვილმა გვიან ღამით განაცხადა.
კახიშვილმა ასევე განაცხადა, რომ განაჩენს ის ყველა შესაბამის დაწესებულებას, მათ შორის იმ ციხის დირექტორს გადასცემს, რომელშიც პატიმარია განთავსებული.
მინისტრმა ისიც განმარტა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ციხის დირექტორი იღებს, რამაც გიგი უგალავს თანაგუნდელებსა და ადვოკატის უკმაყოფიულება გამოიწვია.
ისინი აცხადებენ, რომ უკანონო პატიმარი გიგი უგულავა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სწორედ სასჯელაღსრულების მინისტრის ბრძანების საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ განაჩენი უკვე გამოიტანა.