შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,
1978 წელს დაბადებული კახა ჯ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თელავის რაიონის სოფელ
ართანაში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა კახა კ-მ,
გვიან ღამით, არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან
საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში რამდენიმეჯერ გაისროლა. გასროლას
მსხვერპლი არ მოჰყოლია. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და
საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ქარხნული წესით დამზადებული,
„კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის „ა-კა-74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი
იარაღი და 12 მასრა ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის
1-ლი ნაწილით).