„თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, პარტიის ლიდერებმა ალექსანდრე შალამბერიძემ და ბეჟან გუნავამ თანაგუნდელებთან ერთად ჭავჭავაძის გამზირზე კომპანია „სი-თი პარკის“ მიერ ტროტუარების შემცირება გააპროტესტეს. პარტიიდან ,,ჯი-ეიჩ-ენს” ატყობინებენ, რომ აქციის დასასრულს ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და პარტიის ლიდერები დააკავა და ამჟამად უცნობია დაკავებულების ადგილმდებარეობა.