ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე დაიკითხება. გუშინ დაიკითხა ოქროპირიძის დედა ცირა გოდერძიშვილი. მისი დაკითხვა დახურულ რეჟიმში მოხდა. აღნიშნულ საქმეზე ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს მომდევნო კვირას გამოაცხადებენ. ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე, გასული წლის სექტემბერში თბილისში დააკავეს. მკვლელობა აბაშიძის ქუჩაზე 2 სექტემბერს მოხდა. 27 წლის ლაშა მახარაძე ორი გასროლის შედეგად, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ საოპერაციოში გარდაიცვალა.