7 ნოემბრის საქმეზე დღეს გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილის, მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ადეიშვილისა და დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომა 11 საათზეა ჩანიშნული. წინა სხდომაზე დაცვამ ბრალდებულების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობა დააყენა. სასამართლო იმსჯელებს თბილისის განვითარების ფონდის საქმეში გულავას ბრალეულობაზეც. აღნიშნულ საქმეზე ბრალდება ყოფილ მერს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თბილისის განვითარების ფონდისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას ედავება.